The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამაზ ბოლქვაძე

თამაზ ბოლქვაძე
დაბადების თარიღი:16 აგვისტო, 1954  (69 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, მეცნიერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ახო, ქედის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი სპეციალობით მრეწველობის დაგეგმვა 1978 წელს.

1978-1984წწ. მუშაობდა ეკონომიკისა და დაგეგმვის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ჯერ უფროს ლაბორანტად, შემდეგ უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად; 1984-1991წწ. რეგიონალურ გამოკვლევათა კოორდინაციისა და მეთოდოლოგიის სექტორის გამგე; 1991-1992წწ. მინისტრთა კაბინეტში ჯერ ეკონომიკური რეფორმებისა და ადგილობრივი მმართველობის სახელმწიფო კომისიაში, შემდეგ მმართველობის ადგილობრივი ორგანოების განყოფილებაში სახელმწიფო მრჩეველი. 1993-1995წწ. სახელმწიფოს მეთაურის აპარატის რეგიონების მართვის სამსახურში სახელმწიფო მრჩველი. 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "სრულიად საქართველოს აღორძინების კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით სრულიად საქართველოს აღორძინების კავშირიდან. არის 15-მდე სამეცნიერო შრომის ავტორი და თანაავტორი. 

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. -თბ., 1996-97. -გვ.42; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015.- თბ.-2015/კობა ამირხანაშვილი.-გვ. 98

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის თვითმმართველობის და რეგიონალური პოლიტიკის კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარე (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "აღორძინება", წევრი (1995-1997)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მამული", წევრი (1997-1999)

გააზიარე: