Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გივი გაბუნია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1967 წელს, 1973 წელს მოსკოვის ცენტრალური სამეცნიერო–კვლევითი და საპროექტო ინსტიტუტის ასპირანტურა. 1974–1980წწ. იყო თბილისის ზონალური სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი, არქიტექტურულ–საკონსტრუქტორო სახელოსნოს უფროსი; 1991 წლიდან იყო საქართველოს არქიტექტურის და მშენებლობის საქმეთა მინისტრის მოადგილე. ძირითადი ნამუშევრებია: ქალაქ სოჭში კიროვის სახელობის სანატორიუმის რეკონსტრუქცია (1978), სანატორიუმის ტიპის პანსიონატი (1986), გვინეის რესპუბლიკაში საავადმყოფო (1979) და სხვ. 1990 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. არქიტექტურის კანდიდატი (1975). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.523; საქართველოს არქიტექტორთა კავშირი: m.facebook.com Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |