Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
უჩა გაბუნია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1948 წელს. 1960 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის პათომორფოლოგიური განყოფილების გამგე, 1977 წლიდან თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის პათანატომიის კათედრის პროფესორი. ხელმძღვანელობდა სიმსივნეების მორფოგენეზისა და ციტოქიმიის პრობლემების შესწავლას, იკვლევდა კანცეროგენეზის უჯრედშიგა მექანიზმებს სხვადასხვა ორგანოში, კიბოს აღმოცენების ადრეულ და დიფერენცირებულ დიაგნოსტიკას. პრაქტიკაში დანერგა ბიოფსიური მასალის ელექტრონულ–მიკროსკოპული რადიოავტოგრაფიული კვლევის მეთოდი. პათოლოგანატომი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1963), პროფესორი (1966). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პირველადი და მეტასტაზური სიმსივნეების მორფო–ფუნქციური თავისებურებანი და მისი კავშირი ორგანიზმის შიდა გარემოსთან", დაიცვა 1952 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ძუძუს კიბოს და კიბოსწინარე კერების მორფოლოგია და ჰისტოქიმია", დაიცვა 1963 წელს. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.525; ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.53; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.357 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |