The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თემურ ჩხეიძე

თემურ ჩხეიძე
Date of birth:18 November, 1943
Date of death:5 June, 2022  (at 78 years)
Burial location:დიდუბის პანთეონი, თბილისი
Category:Filmmaker

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1965 წელს.

1965-1967წწ. იყო ზუგდიდის დრამატული თეატრის, 1967-1970წწ. მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის, 1970-1980წწ. რუსთაველის თეატრის, 1980-1990წწ. მარჯანიშვილის თეატრის რეჟისორი. 1981-1988წწ. საქართველოს სატელევიზიო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის მსახიობის ოსტატობისა და რეჟისურის პედაგოგი (1969 წლიდან მცირე ინტერვალებით). 1991 წლიდან არის სანქტ პეტერბურგის დიდი დრამატული თეატრის რეჟისორი, 2004 წლიდან მთავარი რეჟისორი, 2007-2013წწ. სამხატვრო ხელმძღვანელი. დადგმული აქვს 80-მდე დრამატული, საოპერო და სატელევიზიო სპექტაკლი, მათ შორის, მოზარდ მაყურებელთა თეატრში.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – 1998-1999. - გვ.375; პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.171; საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო: facebook.com

Awards and Honors

  • 2013 - ილიას მედალი (მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა)
    ქართული კულტურისა და სულიერების წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისათვის
  • 2010 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 2009 - რუსეთის ფედერაციის ღირსების ორდენი
  • 1997 - სანქტ პეტერბურგის უმაღლესი თეატრალური პრემია "ოქროს სოფიტი", რეჟისორის საუკეთესო ნამუშევარი, ჟან ანუის "ანტიგონეს" დადგმისათვის
  • 1994 - რუსეთის ფედერაციის სახალხო არტისტი
  • 1986 - ლენინური პრემია
  • 1981 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • "ოქროს გრან-პრი"
  • რუსეთის ფედერაციის თეატრალური პრემია "ოქროს ნიღაბი"
  • შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია
  • მიხეილ თუმანიშვილის სახელობის პრემია
  • საქართველოს თეატრალური პრემია "ოქროს ნიღაბი"(ორგზის მფლობელი)
  • გოგი გეგეჭკორის სახელობის "ქართული ხელოვნების რაინდი" ლაურეატი
  • სანქტ-პეტერბურგის თეატრალური პრემია "ოქროს ნიღაბი"

Share: