| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თემურ ჩხეიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1965 წელს. 1967-1970წწ. მუშაობდა თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრში; 1970-1980წწ. იყო თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის რეჟისორი; 1980-1990წწ. - კოტე მარჯანიშვილის სახელობის აკადემიური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. მისი რეჟისურა გამოირჩევა მკვეთრად გამოხატული შემოქმედებითი ინდივიდუალიზმითა და ხელწერით, მაღალი პროფესიონალიზმით, დახვეწილი გემოვნებით, მხატვრული ფანტაზიით, მეტაფორული აზროვნებით, ნაწარმოების ღრმა ფსიქოლოგიური წვდომით, მსახიობებთან მუშაობის ოსტატობით. მისი საუკეთესო დადგმებია: ვ. დარასელის "კიკვიძე", ი. ოტჩენაშეკის "რომეო, ჯულიეტა და წყვდიადი", დ. კლდიაშვილის "უბედურება" (მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრი), ფ. გარსია ლორკას "ბერნარდა ალბას სახლი", შ. დადიანის "გუშინდელნი", დ. კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალი" (რ. სტურუასთან ერთად რუსთაველის სახელობის თეატრში), უ. შექსპირის "ოტელო", მ. ჯავახიშვილის "ჯაყოს ხიზნები", ფ. დოსტოევსკის "მარადი ქმარი" (მარჯანიშვილის თეატრში) და სხვა. გადაღებულია კინოფილმში "მშობლიურო ჩემო მიწავ! (გიორგი თორელი, ლენინური პრემია, 1986). პარალელურად მუშაობდა პეტერბურგის დიდ დრამატულ თეატრში, მარინის თეატრში. დადგმული აქვს სპექტაკლები მოსკოვში, გენუაში, მადრიდში, ნიუ-იორკში. რეჟისორისა და მსახიობის ბიჭიკო (ნოდარ) ჩხეიძის და მსახიობ მედეა ჩახავას შვილი. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – 1998-1999. - გვ.375; პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.171; დიდუბის პანთეონი=Didube pantheon/ბადრი ქუთათელაძე. -თბ., 2025.-გვ.407; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

