The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზურაბ ჩხეიძე

ზურაბ ჩხეიძე
Date of birth:13 May, 1930
Date of death:November, 2007  (at 77 years)
Category:Inventor, Public official, Engineer, Scientist, Politician

Biography

დაბადების ადგილი: დაბა შორაპანი, ზესტაფონის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიის ფაკულტეტი 1954 წელს; ასპირანტურა (1962).

1954-1956წწ. იყო მეტალურგიული ქარხანა "ზაპოროჟსტალის" მარტენის საამქროს ფოლადის მდნობელი; 1956-1958წწ. უკრაინის შავი ლითონების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1958-1962წწ. რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ლაბორატორიის უფროსი; 1962-1965წწ. რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მთავარი ინჟინრის პირველი მოადგილე; 1965-1970წწ. ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორი; 1970-1972წწ. რუსთავის კპ საქალაქო კომიტეტის I მდივანი; 1972-1975წწ. კავშირგაბმულობის მინისტრი; 1975-1982წწ. საქართველოს კპ ცკ მდივანი; 1982-1986წწ. მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, სახელმწიფო საგანგებო კომიტეტის თავმჯდომარე; 1986-1989წწ. მინისტრთა საბჭოს თვმჯდომარის I მოადგილე; 1989 წლიდან მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე. 1989-1991წწ. სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის თავმჯდომარის I მოადგილე; 1991-1995წწ. სახელმწიფო კონცერნ "საქსამთომეტალურგის" ვიცე-პრეზიდენტი; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №51 ზესტაფონის საარჩევნო ოლქიდან. 19 სამეცნიერო ნაშრომისა და 11 გამოგონების ავტორი.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – 1998-1999. - გვ.375; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.375

Member of Organizations

  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის ქვეკომიტეტი, თავმჯდომარე (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მოქალაქეთა კავშირი", წევრი (1995-1999)

Share: