The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ ჩხეიძე

ზურაბ ჩხეიძე
დაბადების თარიღი:13 მაისი, 1930
გარდაცვ. თარიღი:ნოემბერი, 2007  (77 წლის ასაკში)
კატეგორია:გამომგონებელი, თანამდებობის პირი, ინჟინერი, მეცნიერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა შორაპანი, ზესტაფონის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიის ფაკულტეტი 1954 წელს; ასპირანტურა (1962).

1954-1956წწ. იყო მეტალურგიული ქარხანა "ზაპოროჟსტალის" მარტენის საამქროს ფოლადის მდნობელი; 1956-1958წწ. უკრაინის შავი ლითონების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1958-1962წწ. რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ლაბორატორიის უფროსი; 1962-1965წწ. რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მთავარი ინჟინრის პირველი მოადგილე; 1965-1970წწ. ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორი; 1970-1972წწ. რუსთავის კპ საქალაქო კომიტეტის I მდივანი; 1972-1975წწ. კავშირგაბმულობის მინისტრი; 1975-1982წწ. საქართველოს კპ ცკ მდივანი; 1982-1986წწ. მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, სახელმწიფო საგანგებო კომიტეტის თავმჯდომარე; 1986-1989წწ. მინისტრთა საბჭოს თვმჯდომარის I მოადგილე; 1989 წლიდან მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე. 1989-1991წწ. სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის თავმჯდომარის I მოადგილე; 1991-1995წწ. სახელმწიფო კონცერნ "საქსამთომეტალურგის" ვიცე-პრეზიდენტი; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №51 ზესტაფონის საარჩევნო ოლქიდან. 19 სამეცნიერო ნაშრომისა და 11 გამოგონების ავტორი. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – 1998-1999. - გვ.375; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.375

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის ქვეკომიტეტი, თავმჯდომარე (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მოქალაქეთა კავშირი", წევრი (1995-1999)

გააზიარე: