შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურაბ ჩხეიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა შორაპანი, ზესტაფონის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიის ფაკულტეტი 1954 წელს; ასპირანტურა (1962). 1954-1956წწ. იყო მეტალურგიული ქარხანა "ზაპოროჟსტალის" მარტენის საამქროს ფოლადის მდნობელი; 1956-1958წწ. უკრაინის შავი ლითონების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1958-1962წწ. რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ლაბორატორიის უფროსი; 1962-1965წწ. რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მთავარი ინჟინრის პირველი მოადგილე; 1965-1970წწ. ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორი; 1970-1972წწ. რუსთავის კპ საქალაქო კომიტეტის I მდივანი; 1972-1975წწ. კავშირგაბმულობის მინისტრი; 1975-1982წწ. საქართველოს კპ ცკ მდივანი; 1982-1986წწ. მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, სახელმწიფო საგანგებო კომიტეტის თავმჯდომარე; 1986-1989წწ. მინისტრთა საბჭოს თვმჯდომარის I მოადგილე; 1989 წლიდან მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე. 1989-1991წწ. სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის თავმჯდომარის I მოადგილე; 1991-1995წწ. სახელმწიფო კონცერნ "საქსამთომეტალურგის" ვიცე-პრეზიდენტი; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №51 ზესტაფონის საარჩევნო ოლქიდან. 19 სამეცნიერო ნაშრომისა და 11 გამოგონების ავტორი. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – 1998-1999. - გვ.375; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.375 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |