შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარ ჩხარტიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ნიგვზიანი, ლანჩხუთის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1969 წელს. 1969-1973წწ. იყო სოფლის მეურნეობის სამინისტროს სეტყვის საწინააღმდეგო სამსახურის ინჟინერი, უფროსი ინჟინერი, პოლიგონის უფროსის მოადგილე; 1973-1998წწ. კავშირგაბმულობის სამინისტროს რესპუბლიკური ტელეცენტრის განვითარების სამსახურის უფროსი, კომერციული დირექტორი; 1987-1989წწ. იმყოფებოდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მივლინებით; აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს სატელევიზიო ქსელის მშენებლობაში. 1993 წლიდან ტელერადიოკომპანია "ევრიკას" პრეზიდენტი. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "საქართველოს ტელეცენტრის" კომერციული დირექტორი. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – 1998-199. - გვ.374; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.42 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |