შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვანო ჩხარტიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1987 წელს; ასპირანტურა 1989 წელს. 1980-1982წწ. ლიხაურის ჩაის ფაბრიკის მუშა; სახელმწიფო სტატისტიკის მახარაძის რსგს ეკონომისტი (1987); 1987-1990წწ. თბილისის საქალაქო საბჭოსთან არსებული ახალგაზრდული გაერთიანების დირექტორი; 1990-1991წწ. თბილისის სამგორის რაიონის საგადასახადო ინსპექციის უფროსის მოადგილე; 1991-1993წწ. საქართველოს ბაზისბანკის კრწანისის განყოფილების მმართველი; 1993-1994წწ. სააქციო კომერციული ბანკი კრწანისის გამგეობის თავმჯდომარე; 1994-1995წწ. საქართველოს სახელმწიფო კომერციული შემნახველი ქართული ბანკის გამგეობის თავმჯდომარე; 1995-1996წწ. სს გაერთიანებული ქართული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თანათავმჯდომარე; 1996-1997წწ. სს გაერთიანებული ქართული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; 1997-1998წწ. სს გაერთიანებული ქართული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თანათავმჯდომარე; 1998-1999წწ. სს გაერთიანებული ქართული ბანკის სამეთვალყურეო საბოს თავმჯდომარე; 1999-2000წწ. საქართველოს სახელმწიფო კანცელარია, სახელმწიფო მინისტრის მოადგილე; 2000-2001წწ. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი; 2001-2004წწ. საქართველოს გადამხდელთა კავშირის თანათავმჯდომარე; 2002-2003წწ. სს გაერთიანებული ქართული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; 2003-2004წწ. სამაუწყებლო ტელეკომპანია მზის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საინიციატივო ჯგუფი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქიდან. ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – 1998-1999. - გვ.373; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 375 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |