The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ირაკლი ყანდაშვილი

ირაკლი ყანდაშვილი
Date of birth:7 June, 1984  (39 years)
Category:Lawyer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2006 წელს; წარჩინებით დაამთავრა ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლა (აშშ, ჩიკაგო, LLM) 2015 წელს. 2018 წელს მიენიჭა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი, პროფესორი (2020).

სადისერტაციო თემა - "საქართველოში მედიაციის მაგალითზე დავის ალტერნატიული გადაწყვეტის სასამართლო და არა სასამართლო ფორმები", დაიცვა 2018 წელს იავნე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

2004 წლიდან იწყებს საადვოკატო პრაქტიკას; 2007-2011წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორია კერძო სამართლის მიმართულებით; 2008 წლიდან გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენლობის ექსპერტი ადამიანის უფლებებში; 2008-2009წწ. ამერიკის იურისტთა ასოციაციის ლიცენზირებული ტრენერი სასამართლო უნარ-ჩვევებში; 2008-2010წწ. იურიდიული კომპანია "ანდრონიკაშვილი, საქსენ-ალტენბურგი, ბარამიძე და პარტნიორების" მმართველი პარტნიორი; 2009-2013წწ.  საქართველოს უნვიერსიტეტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის და ილიას უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი კერძო სამართლის მიმართულებით; 2010-2011წწ. სამოქალაქო საქმეთა მუდმივმოქმედი არბიტრაჟის არბიტრი; 2010-2012წწ. იურიდიული კომპანია "ასათიანი დ აადვოკატების" პარტნიორი; 2011-2013წწ. "ადვოკატთა პროფესიული განვითარების ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი; 2011-2013წწ. ადვოკატთა გაერთიანება "საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის" აღმასრულებელი დირექტორი; 2012 წლიდან ლიცენზირებული მედიატორი და საქართველოს ადვოკატთა ასოიაციის ტრენერი პროფესიულ ეთიკაში; 2013 წლიდან იურიდიული კომპანია "K&K Consulting"-ს მმართველი პარტნიორი. 2013 წლიდან სსიპ "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" აღმასრულებელი საბჭოს წევრი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პროფესიული ჟურნალ "ადვოკატი"-ს სარედაქციო კოლეგიის წევრი და ასოციაციის საგანმანათლებლო საბჭოს ხელმძღვანელი. გამოქვეყნებული აქვს 50-მდე სამეცნიერო სტატია-პუბლიკაცია ქართულ, გერმანულ, ინგლისურ, რუსულ და უკრაინულ ენებზე. 

Member of Organizations

  • ევროპის ადვოკატთა ასოციაციების და სამართლის საბჭო (CCBE), განათლების კომიტეტის წევრი (2014-)
  • საერთაშორისო ადვოკატთა ასოციაცია (IBA), წევრი (2014-)
  • საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის, წევრი (2010-2012)
  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, წევრი (2006-)
  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო, წევრი (2013-)
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, წევრი (2001-)
  • საქართველოს პროფესიონალთა ლიგა, წევრი (2015-)
  • საქართველოს სასამართლო მედიატორთა ასოციაცია, წევრი (2015-)
  • საქართველოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის მედიატორთა ასოციაცია, თავმჯდომარე (2019-)

Awards and Honors

  • 2014 - საქართველოს 2014 წლის მედიატორი, წლის მედიატორი
  • 2006 - ლუარსაბ ანდრონიკაშვილის სახელობის სტიპენდიანტი
  • 2005 - საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიანტი
  • 2002 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტიპენდიანტი

Bibliography


Share: