შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნატო გაბუნია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გორი. ქართული რეალისტური სამსახიობო სკოლის ერთ–ერთი საუკეთესო წარმომადგენელი. სასცენო მოღვაწეობა დაიწყო ქალაქ გორში ხალხოსნების მიერ დაარსებულ სცენისმოყვარეთა დრამატულ წრეში. 1879 წელს მიიწვიეს თბილისის ქართულ პროფესიულ თეატრში მსახიობად. პროფესიულ თეატრში მოღვაწეობის პარალელურად მონაწილეობდა მუშათა თეატრების სპექტაკლებში. შესრულებული აქვს შემდეგი როლები: დედა, ხორეშანი, მაჭანკალი (ი. ჭავჭავაძის "ქართვლის დედა", "გლეხთა განთავისუფლების პირველდროების სცენები", "მაჭანკალი"), სალომე (ა. წერეთლის "კინტო"), ხანუმა, თალალა, ორომსე, ქალია (ა. ცაგარელის "ხანუმა", "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ", "ციმბირელი") და სხვ. მონაწილეობდა ოპერეტებშიც. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.524
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |