Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
არჩილ გომიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა. სწავლობდა მოსკოვში ნემიროვიჩ–დანჩენკოს სახელობის სკოლა–სტუდიაში. 1944 წლიდან დაიწყო მოღვაწეობა ა. გრიბოედოვის სახელობის რუსთავის დრამატულ თეატრში; რამდენიმე სეზონი იმუშავა სოხუმისა და გორის, წლების მანძილზე კი თბილისის კ. მარჯანიშვილის და ა. გრიბოედოვის სახელობის თეატრებში; 1971 წლიდან მუშაობდა მოსკოვის ლენინური კომკავშირის სახელობის თეატრებში; თეატრში მუშაობის პარალელურად წლების მანძილოზე კონცერტებს მართავდა სსრკ ქალაქებში; სცენაზე შესრულებული აქვს 100–მდე როლი, მათ შორის: არმანი (ა. დიუმას "მარგარიტა გოტიე"), ალდემარო (ლოპე დე ვეგას "ცეკვის მასწავლებელი"), ვიქტორი (ლ. ზორინის "ვარშავული მელოდიები"); 1961 წლიდან იღებენ კინოში, როლები: ზურაბი ("თხუნელა", 1962), კოსტაია ("რაც გინახავს ვეღარ ნახავ", 1965), ოსტაპ ბენდერი ("თორმეტი სკამი", 1971), ნუგზარ პაპაშვილი ("მიმინო", 1977); დადგა პანტონიმა "სასაცილო და ნაღვლიანი ნოველები". 1990 წელს კომპანია "სითი ბიზნესის" პრეზიდენტი გახდა, ხოლო 1992 წელს მან მოსკოვში გახსნა კლუბი "ოქროს ოსტაპი", რომელმაც მცირე დროში დიდი პოპულარობა მოიპოვა. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.93 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |