შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნანი ბრეგვაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1961 წელს. 1956 წელს დაიწყო შემოქმედებითი მოღვაწეობა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრში; 1959 წლიდან გამოვიდა პროფესიულ ესტრადაზე; 1959-1964წწ. საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრის "რეროს", 1964-1980წწ. ვოკალურ-საკრავიერი ანსამბლის "ორერას" სოლისტია; 1980 წლიდან გამოდის სოლო კონცერტებით(კონცერტმაისტერ მ. გონგლიაშვილთან ერთად); მის რეპერტუარში წამყვანი ადგილი უჭირავს ქართველ კომპოზიტორთა საესტრადო ნაწარმოებებს; დიდი ღვაწლი მიუძღვის 60-70-იან წლებში ქართული საესტრადო ლირიული სიმღერის აღმავლობაში; მაღალი ოსტატობით ასრულებს რუსი კომპოზიტორების სიმღერებს, განსაკუთრებით ძველ რუსულ და ბოშურ რომანსებს. არაერთი ქართული მხატვრული ფილმი აქვს გახმოვანებული: "ვერის უბნის მელოდიები"(რეჟ. გ. შენგელაია, 1973), "აურზაური სალხინეთში"(რეჟ. ლ. ღოღობერიძე, 1975) და სხვ.; გადაღებულია თ. აბულაძის ფილმში " სამკაული სატრფოსათვის"(1971). ჩაწერილი აქვს მრავალი ფირფიტა; საგასტროლოდ იყო ყოფილი სსრკ ქვეყნებსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში. წყარო: საქართველო:ენციკლოპედია:ტ.1.-თბ., 1997.-გვ.479; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.376; პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.182 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |