Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნოდარ გაბუნია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორია ფორტეპიანოს განხრით 1957 წელს, 1962 წელს კი კომპოციზიის განხრით. 1962 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, 1965 წლიდან ფორტეპიანოს კათედრის გამგე, 1984 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი. 1992–1993წწ. მუშაობდა ნიუ–ორლეანის(აშშ) უნივერსიტეტის ფორტეპიანოს კათედრის პროფესორად; გამოდიოდა კონცერტებით როგორც პიანისტი, იყო ბელა ბარტოკის საფორტეპიანო ნაწარმოებების აქტიური პროპაგანდისტი. მას ეკუთვნის შემდეგი ნაწარმოებები: ორი სიმფონია, სამი საფორტეპიანო კონცერტი, პოემა–ელეგია სიმებიანი ორკესტრის, ჰობოისა და ლიტავრისათვის, სამი საფორტეპიანო სონატა, სონატა ორღანისათვის, იმპროვიზაცია და ტოკატა ფორტეპიანოსათვის, საორღანო მუსიკა, კამერულ–ვოკალური ნაწარმოებები. მუსიკა თეატრისა და კინოფილმებისათვის: "ვედრება", "ნერგები", "აურზაური სალხინეთში". მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.525 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |