შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნოდარ გაბუნია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორია ფორტეპიანოს განხრით 1957 წელს, 1962 წელს კი კომპოციზიის განხრით. 1962 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, 1965 წლიდან ფორტეპიანოს კათედრის გამგე, 1984 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი. 1992–1993წწ. მუშაობდა ნიუ–ორლეანის(აშშ) უნივერსიტეტის ფორტეპიანოს კათედრის პროფესორად; გამოდიოდა კონცერტებით როგორც პიანისტი, იყო ბელა ბარტოკის საფორტეპიანო ნაწარმოებების აქტიური პროპაგანდისტი. მას ეკუთვნის შემდეგი ნაწარმოებები: ორი სიმფონია, სამი საფორტეპიანო კონცერტი, პოემა–ელეგია სიმებიანი ორკესტრის, ჰობოისა და ლიტავრისათვის, სამი საფორტეპიანო სონატა, სონატა ორღანისათვის, იმპროვიზაცია და ტოკატა ფორტეპიანოსათვის, საორღანო მუსიკა, კამერულ–ვოკალური ნაწარმოებები. მუსიკა თეატრისა და კინოფილმებისათვის: "ვედრება", "ნერგები", "აურზაური სალხინეთში". მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.525 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |