Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნოდარ გაბუნია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ამაღლება, ვანის რაიონი. დაამთავრა ქალაქ ქუთაისის სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის (საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის) მექანიზაციის ფაკულტეტი 1958 წელს. 1962–1968წწ. იყო კ. ამირაჯიბის სახელობის მექანიზაციისა და ელექტროფიკაციის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის ჩაის მოვლა–მოყვანის კომპლექსური მექანიზაციის საპრობლემო ლაბორატორიაში მანქანათა თეორიული და ექსპერიმენტული კვლევის განყოფილების გამგის მოადგილე; 1968–1971წწ. იყო ჩაის კრეფის მექანიზაციის განყოფილების გამგე; 1971–1986წწ. მუშაობდა სამთო მიწათმოქმედებისა და საკონსტრუქტორო ტექნოლოგიის ინსტიტუტში. 1992 წლიდან იყო საქართველოს სასოფლი–სამეურნეო მანქანათმშენებლობის სამეცნიერო–კვლევითი და საკონსტრუქტორო–ტექნოლოგიური ინსტიტუტის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1991). არის სასოფლო–სამეურნეო ტექნიკის საერთაშორისო გამოფენების მრავალგზის მონაწილე. დაჯილდოებულია რამდენიმე ოქროსა და ვერცხლის მედლით. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.525; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.246 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |