შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მედეა გონგლიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ზ. ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა 1951 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკუკტეტი 1956 წელს. 1956-1968წწ. მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ფიზიკის კათედრაზე; პარალელურად, როგორც პიანისტი უკრავდა ამავე ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრში; 1961 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა საესტრადო მომღერლებთან კონცერტმაისტერად, ძირითადა მუშაობდა ნ. ბრეგვაძესთან. ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VI მსოფლიო ფესტივალის ლაურეატი (მოსკოვი, 1957); 1968 წლიდან იყო საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის კონცერტმაისტერი. პიანისტი, ესტრადის კონცერტმაისტერი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.96; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.117 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |