შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ფიქრია ჩიხრაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1989 წელს; 1988 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორადი ფაკულტეტი, მხატვრული თარგმანის განყოფილება ინგლისურის განხრით; 1993 წელს თბილისის სასულიერო აკადემიის ქრისტიანული ანთროპოლოგიის ფაკულტეტი. 1990-1996წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქრისტიანული კულტურის კვლევის ლაბორატორიაში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად; 1990-1994წწ. თბილისის II ექსპერიმენტული სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად; 1994-1995წწ. იყო დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ყოველდღიური გაზეთის "ივერია-ექსპრესის" მთავარი რედაქტორი; ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის დროს იყო უნივერსიტეტის პრეს-კლუბის დამფუძნებელი და სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი; წლების განმავლობაში მონაწილეობდა სტუდენტურ მოძრაობაში ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების აღდგენა - გადარჩენისათვის; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "მემარჯვენე ოპოზიცია, მრეწველები, ახლები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2008 წლის 7 ივნისიდან – 20 ივნისამდე იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "გაერთიანებული ოპოზიცია (ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები)", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2015-2018წწ. საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკურ საკითხებში მრჩევლად დაინიშნა. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 369; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.372 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |