შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იური ჩიხრაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ამბროლაური. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სამდინარე ნაგებობებისა და ჰიდროელექტროსადგურების ჰიდროტექნიკური მშენებლობის სპეციალობით 1983 წელს. 1977-1978წწ. ამბროლაურის სატყეო მეურნეობის ტყის მეხანძრე; 1983-1985წწ. "საქმთავარწყალმშენის" ტრესტ "წყალმშენის" ინჟინერი, ინჟინერ-ეკონომისტი; 1985-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის უფროსი ეკონომისტი, მთავარი სპეციალისტი, ქვეგანყოფილების უფროსი; ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს მთავარი სპეციალისტი (1991); 1991-1992წწ. ასოციაცია "ალავერდის" გენერალური დირექტორის მოადგილე; 1992-1993წწ. შპს "ბონე"-ს გენერალური დირექტორის მოადგილე; ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის მთავარი სამმართველოს საგეგმო-საფინანსო განყოფილების უფროსი (1993); 1993-1995წწ. სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება "კატრექსის" გენერალური დირექტორის მოადგილე; სახელმწიფო მეთაურის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ეკონომიკის დარგში რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში (1995); 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი, ამბროლაურის №44 საარჩევნო ოლქიდან; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "საქართველოს აღორძინება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –თბ., 1998-1999. - გვ. 369; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.372 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |