შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლევან ჩიქვანაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი 1950 წელს. 1950-1958წწ. მე-19 სკოლის მასწავლებელი; 1958-1960წწ. 23-ე საშ. სკოლის დირექტორის მოადგილე; 1960-1967წწ. გაზეთ "სახალხო განათლების" რედაქციის განყოფილების გამგე, პასუხისმგებელი მდივანი; 1967-1977წწ. პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორი; განათლების სამინისტროს სკოლების სამმართველოს უფროსი (1977); 1977-1985წწ. თბილისის განათლების განყოფილების გამგე, სამმართველოს უფროსი; 1985-1986წწ. პუშკინის სახ. პედაგოგიური ინსტიტუტის პედაგოგიკის კათედრის დოცენტი; 1986-1995წწ. ი. გოგებაშვილის სახ. პედაგოგიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორის პირველი მოადგილე, გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე, დირექტორი, გენერალური დირექტორი; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. სამეცნიერო ნაშრომების, რამდენიმე წიგნის ავტორი. პედაგოგიკის მეცნიერებათა კანდიდატი, პედაგოგიკის თეორიისა და ისტორიის პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "შემეცნებითი აქტივობის განვითარების გზები და მეთოდები", დაიცვა 1981 წელს. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – 1998-1999. - გვ. 367; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.371; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ. 33 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |