The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალიკო გორგაძე

ალიკო გორგაძე
ოფიციალური სახელი:ანთიმოზ გორგაძე
დაბადების თარიღი:2 ივლისი, 1924
გარდაცვ. თარიღი:21 იანვარი, 1970  (45 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მოქანდაკე, მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტი, პროფესორ ი. ნიკოლაძის კლასი 1947 წელს; ასპირანტურა 1951 წელს.

1948 წლიდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში; ნამუშევრები: "რუსთავი" (1954, რუსთავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი), "ჭაბუკის პორტრეტი" (1956, საქართველოს ეროვნული გალერეა), "მამაკაცის პორტრეტი" (1957, საქართველოს ეროვნული გალერეა); ავტორია სკულპტურული ფიგურებისა: "ჩამომსხმელი"(1950, შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი), "მეშახტე ბოტკოველი" (1951, ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი); შესრულებული აქვს გრაფიკული სერიები: "ჩეხოსლოვაკია" (მხატვრის კუთვნილება), "ეგვიპტე" (მხატვრის კუთვნილება), "თურქეთი" (მხატვრის კუთვნილება); მუშაობდა ასევე ჭედურ ხელოვნებაში; გრაფიკოსი, ოქრომჭედელი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.101; მამულიშვილთა სავანე/ ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე. - თბ., 1994. გვ.111; ალიკო გორგაძე: ალბომი  / ლანა გოცირიძე .-თბილისი, ხელოვნება.-1976.-გვ.12; დიდუბის პანთეონი=Didube pantheon/ბადრი ქუთათელაძე. -თბ., 2025.-გვ.114

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1962 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი

გააზიარე: