შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალიკო გორგაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1947 წელს. 1948 წლიდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში; ნამუშევრები: "რუსთავი" (1954, რუსთავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი), "ჭაბუკის პორტრეტი" (1956, საქართველოს ეროვნული გალერეა), "მამაკაცის პორტრეტი" (1957, საქართველოს ეროვნული გალერეა); ავტორია სკულპტურული ფიგურებისა: "ჩამომსხმელი"(1950, შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი), "მეშახტე ბოტკოველი" (1951, ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი); შესრულებული აქვს გრაფიკული სერიები: "ჩეხოსლოვაკია" (მხატვრის კუთვნილება), "ეგვიპტე" (მხატვრის კუთვნილება), "თურქეთი" (მხატვრის კუთვნილება); მუშაობდა ასევე ჭედურ ხელოვნებაში; გრაფიკოსი, ოქრომჭედელი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.101; მამულიშვილთა სავანე/ ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე. - თბ., 1994. გვ.111 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |