Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კახა ჩიტაია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1974 წელს; ასპირანტურა 1987 წელს 1974-1976წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნახევარგამტართა ფიზიკის პრობლემური ლაბორატორიის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1979-1992წწ. მეცნიერ-თანამშრომელი; 1976-1979წწ. სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის "მიონის"ინჟინერი; 1979-1980წწ. საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა განყოფილების მდივანი; 1983-1987წწ. მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტი, ფიზიკის ფაკულტეტის ასპირანტი; 1992-1995წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის II ევროპული სამმართველოს უფროსის მოადგილე, უფროსი, დსთ-ს სამმართველოს უფროსი; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. არის 7 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – 1998-1999. - გვ. 366; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.369 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |