შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შალვა ჩიკვაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ხარკოვის სახელმწიფო იურიდიული ინსტიტუტი 1952 წელს. 1952-1953წწ. იყო საქართველოს რესპუბლიკური პროკურატურის განყოფილების პროკურორი; 1953 წელს ქუთაისის ოლქის პროკურორის თანაშემწე; 1954-1956წწ. ხარკოვის ვაჭრობის ინსტიტუტის მასწავლებელი; 1956-1959წწ. სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის მასწავლებელი, დოცენტი; 1960-1968წწ. საქართველოს მინისტრთა საბჭოს იურიდიული კომისიის კონსულტანტი; 1968 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამოქალაქო სამართლის კათედრის პროფესორი. არის 300 სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის, 24 მონოგრაფიის ავტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ფართო მოხმარების საგანთა ასორტიმენტის პირობები მიწოდების ხელშეკრულებებში", დაიცვა 1956 წელს (მოსკოვი). წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ.,1998-1999. - გვ. 365 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |