The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსანდრე ჩიკვაიძე

ალექსანდრე ჩიკვაიძე
Date of birth:19 January, 1932
Date of death:8 March, 2012  (at 80 years)
Category:Diplomat, Public official, Lawyer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით 1955 წელს; თბილისის უცხო ენათა სახელმწიფო ინსტიტუტი 1963 წელს; საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემია 1966,  ბომბეი, "ალიანს ფრანსეზი" – ფრანგული ენა 1968 წელს; სსრკ-ს დიპლომატიური აკადემიის უმაღლესი საერთაშორისო კურსი 1979 წელს.

1955-1956წწ. მუშაობდა მენდელეევის სახელობის ქიმიურ-ტექნოლოგიურ ინსტიტუტში კათედრის ლაბორანტად; 1955-1967წწ. მუშაობა სხვადასხვა კომკავშირულ და პარტიულ ორგანიზაციებში; 1967-1969წწ. იყო სსრკ გენერალური საკონსულოსოს ვიცე-კონსული ბომბეიში; 1969-1973წწ. სსრკ საელჩოს პირველი მდივანი, მრჩეველი დიდ ბრიტანეთში; 1973-1977წწ. თბილისის ორჯონიკიძის რაიონის რაიკომის პირველი მდივანი; 1977-1978წწ. საქართველოს გამომცემლობათა, პოლიგრაფიისა და წიგნითვაჭრობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე; 1979-1983წწ. სსრკ-ს გენერალური კონსული სან-ფრანცისკოში, აშშ; 1983-1985წწ. სსრკ ელჩი კენიაში, სსრკ მუდმივი წარმომადგენელი UNEP-სა და HABITAT-ში; 1985-1989წწ. სკკპ ცკ დიპლომატიური კადრების განყოფილების სექტორის გამგის მოადგილე, გამგე; 1988-1991წწ. სსრკ-ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიდერლანდებში; 1992-1993წწ. საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი; 1992-1996წწ. საგარეო საქმეთა მინისტრი. 1995-2002წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში;1996 წელს მან გახსნა და ჩამოაყალიბა საქართველოს პირვლი საელჩო საბერძნეთში. 1994 წელს ხელი მოაწერა ქვეყნის გაწევრიანებაზე ნატოს პროგრამაში პარტნიორობა მშვიდობისათვის (PFP). მისი ძალისხმევის შედეგად, გაეროს უშიშროების საბჭომ თავის დღის წესრიგში დაამკვიდრა საქართველოს სეპარატისტული რეგიონების საკითხი, ეუთომ კი – ტერმინი "ეთნიკური წმენდა". მიი თაოსნობით სამინისტროში ჩამოყალიბდა ნიჭიერი ახალდაზრდა დიპლომატთა გუნდი, რამაც საფუძველი ჩაუყარა ქვეყნის პროფესიონალურ საგარეო სამსახურს. მას წილად ხვდა საქართველოს გაწევრიანება გაეროში 1992 წლის 31 ივლისს და იმავე წელს, გაწევრიანება ჩრდილო ატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოში (NACC), იუნესკოსა და ეუთოში. 2003-2005წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვეიცარიის კონფედერაციაში და წმიდა საყდართან (ვატიკანი); 2003-2005წწ. საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ჟენევაში გაეროს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ჭადრაკის დიდი მოყვარული და პროფესიონალურ დონეზე მოთამაშე,  არის სტატიებისა და ესეების ავტორი. გამოქვეყნებული აქვს წიგნები. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი (1966), ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1976)

სადოქტორო დისერტაციის თემა -  "ინგლისის კაბინეტი მეორე მსოფლიო ომის წინ", დაიცვა 1976 წელს.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – 1998-1999. - გვ. 364; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.305; დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.174

Member of Organizations

  • სსრკ-ს ჭადრაკის ფედერაცია, პრეზიდენტი (1986-1988)
  • საქართველოს ეროვნულ და სოციალურ ურთიერთობათა აკადემია, აკადემიკოსი (1996-)
  • საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია , პრეზიდენტი (1992-1995)

Awards and Honors

  • 1995 - ღირსების ორდენი
  • სსრკ საპატიო ნიშნის ორდენი (2 ორდენი)

Bibliography


Share: