Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრა გორგიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ტყიბულის რაიონი, სოფელი მანდიკორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი 1950 წელს. 1956-1980წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტში სხვადასხვა სამეცნიერო თანამდებობაზე; 1979-1980წწ. იყო ამავე ინსტიტუტის კულტურის ფლორის განყოფილების გამგე; 1980 წელს საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის ბოტანიკის კათედრის გამგე; 1984 წლიდან გარდაცვალებამდე ამავე ინსტიტუტის პრორექტორი სამეცნიერო დარგში; მისი კვლევის ძირითადი მიმართულებები: ზოგადი გენეტიკა, კულტურული მცენარეების სახეთა და ფორმათა წარმოქმნისა და ევოლუციური საკითხების შესწავლა, სისტემატიკა, პალეოეთნობოტანიკა, რადიობიოლოგია; ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1973), პროფესორი (1984). დაჯილდოებული იყო ორდენებითა და მედლებით. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.103; ცნობილი და უცნობი პოლიტექნიკოსები/ დავით გურგენიძე.- თბ.,2020.- გვ.174-175 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |