შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრა გორგიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ტყიბულის რაიონი, სოფელი მანდიკორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი 1950 წელს. 1956-1980წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტში სხვადასხვა სამეცნიერო თანამდებობაზე; 1979-1980წწ. იყო ამავე ინსტიტუტის კულტურის ფლორის განყოფილების გამგე; 1980 წელს საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის ბოტანიკის კათედრის გამგე; 1984 წლიდან გარდაცვალებამდე ამავე ინსტიტუტის პრორექტორი სამეცნიერო დარგში; მისი კვლევის ძირითადი მიმართულებები: ზოგადი გენეტიკა, კულტურული მცენარეების სახეთა და ფორმათა წარმოქმნისა და ევოლუციური საკითხების შესწავლა, სისტემატიკა, პალეოეთნობოტანიკა, რადიობიოლოგია; ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1973), პროფესორი (1984). დაჯილდოებული იყო ორდენებითა და მედლებით. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.103; ცნობილი და უცნობი პოლიტექნიკოსები/ დავით გურგენიძე.- თბ.,2020.- გვ.174-175 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |