The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მაია ჩიბურდანიძე

მაია ჩიბურდანიძე
Date of birth:17 January, 1961  (63 years)
Category:Medical Doctor, Athlete

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

 დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1989 წელს.

ქართველი მოჭადრაკე; მსოფლიოს მეშვიდე მსოფლიო ჩემპიონი; საერთაშორისო (1977) და სსრკ (1978) დიდოსტატი ქალთა შორის; საერთაშორისო დიდოსტატი ვაჟთა შორის (1984); მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ქალთა შორის; მსოფლიოს ქალთა საჭადრაკო ოლიმპიადის ცხაგზის ჩემპიონი; გაიმარჯვა ქალთა საერთაშორისო ტურნირებში (ბრაშოვი, 1974; ბუდაპეშტი, 1977; ბად-კისინგენი, 1979; ბელგრადი, 1983; იაიცევი, 1986); მონაწილეობდა ვაჟთა საერთაშორისო ტურნირებში (ბარსელონა, 1979, I-III აგილი; ბაქო, 1980, VI ადგილი; ვინკოვცი, 1982, VI ადგილი; დორტმუნდი, 1983, IV ადგილი; დელი, 1984, I ადგილი; პოლიანიცაზდრუე, 1984, III ადგილი; ბანია-ლუკა, 1985, I ადგილი); 1980 მონაწილეობდა სსრკ ვაჟთა ჩემპიონატის I ლიგის ტურნირში. დამარცხებული ჰყავს დიდოსტატები მ. ტაიმანოვი, ა. სუეტინი, ვ. ტუკმაკოვი, ვ. ანტოშინი, ე. გუფელდი, ე. ვასიუკოვი, ვ. კუპრეიჩიკი, მ. ჩანდლერი (ინგლისი), პომარი(ესპანეთი), ს. გარსია, ა. როდრიგესი (ორივე კუბა), ა. კულიგოვსკი (პოლონეთი) და სხვ. 1986 წელს სუბოტიცაში (იუგოსლავია) ჩატარდა მატჩი მ. ჩიბურდანიძესა და იუგოსლაველ ვიცეჩემპიონ პ. პოპოვიჩს შორის. დიდოსტატ ქალისა და კაცის ეს პირველი მატჩი დამთავრდა ყაიმით. მ. ჩიბურდანიძის ფიდეს რეიტინგი 2009 წლის 1 იანვრისათვის იყო 2516, რაც მას მსოფლიოს ქალ მოთამაშეთა შორის მე-9 ადგილს აკუთვნებს.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –თბ., 1998-1999. - გვ. 364; ქსე : ტ.11.-თბ.,1987.-გვ.117; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.124

Awards and Honors

  • 2011 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 2008 - მსოფლიოს ქალთა საჭადრაკო ოლიმპიადის ჩემპიონი
  • 2001 - ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი
  • 1996 - მსოფლიოს ქალთა საჭადრაკო ოლიმპიადის ჩემპიონი
  • 1994 - მსოფლიოს ქალთა საჭადრაკო ოლიმპიადის ჩემპიონი
  • 1994 - ღირსების ორდენი
  • 1994 - ხალხთა მეგობრობის ორდენი
  • 1994 - შრომის წითელი დროშის ორდენი
  • 1992 - მსოფლიოს ქალთა საჭადრაკო ოლიმპიადის ჩემპიონი
  • 1988 - მსოფლიო ჩემპიონი ქალთა შორის
  • 1987 - საჭადრაკო "ოსკარის" მფლობელი
  • 1986 - საქართველოს ლენინური კომკავშირის პრემია
  • 1986 - მსოფლიო ჩემპიონი ქალთა შორის
  • 1986 - მსოფლიოს ქალთა XI საჭადრაკო ოლიმპიადის ჩემპიონი
  • 1986 - საჭადრაკო "ოსკარის" მფლობელი
  • 1985 - საჭადრაკო "ოსკარის" მფლობელი
  • 1984 - საჭადრაკო "ოსკარის" მფლობელი
  • 1984 - მსოფლიო ჩემპიონი ქალთა შორის
  • 1984 - მსოფლიოს ქალთა X საჭადრაკო ოლიმპიადის ჩემპიონი
  • 1981 - მსოფლიო ჩემპიონი ქალთა შორის
  • 1981 - მსოფლიოს ქალთა IX საჭადრაკო ოლიმპიადის ჩემპიონი
  • 1978 - საერთაშორისო სპორტის ოსტატი (ვაჟთა შორის)
  • 1978 - სსრკ სპორტის ოსტატი (ვაჟთა შორის)
  • 1978 - მსოფლიოს ქალთა VIII საჭადრაკო ოლიმპიადის ჩემპიონი
  • 1978 - მსოფლიო ჩემპიონი ქალთა შორის
  • 1974 - სსრკ სპორტის ოსტატი (ქალთა შორის)
  • 1974 - საერთაშორისო სპორტის ოსტატი (ქალთა შორის)

Share: