Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსი გორგიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის სამათემატიკო დარგი 1928 წელს. 1929 წლიდან მუშაობა დაიწყო საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, სადაც 1936 წლიდან თეორიული მექანიკის კათედრას ხელმძღვანელობდა. 1940-1945 წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე; 1935-1992 წწ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი, პროფესორი; 1944-1954 წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის თანაშემწე. ძირითადი შრომები ეხება დრეკადობის თეორიის, თეორიული მექანიკის, გამოთვლითი მათემატიკის საკითხებს, მეცნიერებისა და ტექნიკურ ისტორიას; 1993 წელს საქართველოს საინჟინრო აკადემიამ დააარსა მისი სახელობის პრემია. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1961). მიღებული აქვს საბჭოთა კავშირის უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლების სამინისტროს (1957) და საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს სიგელები. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.103; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.119 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |