Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გელა ჩარკვიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. სწავლობდა საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტზე. 1963 წელს დაამთავრა თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტი. 1970 წელს იყო მიჩიგანის უნივერსიტეტის სტაჟიორი. მისი კარიერა საქართველოს ტელევიზიიდან იწყება, 1976-1994 წწ. სატელევიზიო გადაცემა "გლობუსის" წამყვანია; 1984-1992წწ. საზღვარგარეთის ქვეყნებთან მეგობრობისა და კულტურული ურთიერთობის საქართველოს საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი; 1992-2003წწ. საქართველოს პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის მთავარი მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში, თანაშემწე; სახელმწიფო კანცელარიის საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი; 2005-2006წწ. საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პრესსპიკერი;2009-2011წწ. საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში; 2005 წელს დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში საქართველოს წარმომადგენელი; 2006-2009 წლები საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირლანდიაში; 2009-2011 წლები საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში. დიპლომატიური საქმიანობა 2011 წელს შეწყვიტა. 2017-2020წწ. გაეროს კეთილი ნების ელჩი მდგრადი განვითარების საკითხებში; 25 წლის განმავლობაში ასწავლიდა ინგლისურ ენას, შემდეგ კი სოციოლოგიას ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მინიჭებული აქვს საქართველოს უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი (1999). ინტერესის სფეროთა მრავალრიცხოვნობის მიუხედავად, ყველაზე მეტად მუსიკა იტაცებდა. მისი საფორტეპიანო მინიატურების CD გამოიცა 2001 წელს, ხოლო ადრეული ნამუშევრები - 2006 წელს. თანამედროვე ქართულ ენაზე თარგმნა შექსპირის "მეფე ლირი". მისი ცხოვრების თერთმეტ წლიანი ეპიზოდის (1997-2008) საჯარო გამოსვლების ნაწილი წიგნად გამოიცა (ინგლისურ ენაზე). წიგნში ევრაზიის მნიშვნელოვანი თემები ფართოდ განიხილება, განსაკუთრებული ყურადღება კი სამხრეთ კავკასიის რეგიონს ეთმობა. იგი არის 10-მდე წიგნის და თარგმანის ავტორი. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –თბ., 1998-1999. - გვ. 359; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ. 265; დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.170 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |