The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით გორგიძე

დავით გორგიძე
Date of birth:9 February, 1944  (80 years)
Category:Mathematician, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა–მათემატიკის ფაკულტეტი 1968 წელს.

1968-1984წწ. მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში თეორიული მექანიკის კათედრაზე; შეთავსებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში; 1984 წლიდან პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თეორიული მექანიკის კათედრაზე; გამოქვეყნებული აქვს 4 მონოგრაფია და 6 სახელმძღვანელო. მისი სამეცნიერო მოღვაწეობის თემატიკაა დრეკადობის მათემატიკური და ტექნიკური თეორიის ორ და სამგანზომილებიანი ამოცანები, ფირფიტებისა და გარსთა თეორიის სასაზღვრო ამოცანები, მათემატიკური ფიზიკის განტოლებები, მართვის სისტემები და გამოთვლითი ტექნიკის მოწყობილობების პიეზოკერამიკული ელემენტების მათემატიკური მოდელირება, ბიომექანიკის საკითხები (კაპილარებში სისხლის მიმოქცევის მათემატიკური მოდელირება); მეცნიერების ისტორიის საკითხები. მექანიკოს–მათემატიკოსი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი (2000).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.103; საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.205-206

Member of Organizations

  • საერთაშორისო და საქართველოს საინჟინრო აკადემია, ნამდვილი წევრი (2003-)
  • საინჟინრო აკადემიის მექანიკისა და გამოყენებითი მათმატიკის განყოფილება, აკადემიკოს–მდივანი (2000-)

Awards and Honors

  • 2003 - ღირსების ორდენი

Bibliography


Share: