შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით გორგიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა–მათემატიკის ფაკულტეტი, მექანიკოსის კვალიფიკაციით 1969 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა. 1968 წლიდან პედაგოგიურ და სამეცნიერო მუშაობას ეწევა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (შემდგომში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი): 1968-1985წწ. თეორიული მექანიკის კათედრა, ასისტენტი; 1969-1999წწ. შეთავსებით ივ. ჯავახისვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ი. ვეკუას სახ. გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტი, გარსთა თეორიის განყოფილება, უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი, მეცნიერ თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1985-1999წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, თეორიული მექანიკის კათედრა, დოცენტი; 1999-2004წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თეორიული მექანიკის კათედრა, პროფესორი; 2003-2004წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, გამოყენებითი ფიზიკის ფაკულტეტი, დეკანის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 2004-2009წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ინფორმატიკის და მართვის სისტემების ფაკულტეტი, პროფესორი; 2009 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საინჟინრო მექანიკისა და მშენებლობის ტექნიკური ექსპერტიზის დეპარტამენტი, პროფესორი; 2013 წლიდან ა. გორგიძის სახ. მექანიკის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიის უფროსი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი. სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის "მშენებლობა" ხელმძღვანელი; გამოქვეყნებული აქვს 4 მონოგრაფია და 6 სახელმძღვანელო. მისი სამეცნიერო მოღვაწეობის თემატიკაა დრეკადობის მათემატიკური და ტექნიკური თეორიის ორ და სამგანზომილებიანი ამოცანები, ფირფიტებისა და გარსთა თეორიის სასაზღვრო ამოცანები, მათემატიკური ფიზიკის განტოლებები, მართვის სისტემები და გამოთვლითი ტექნიკის მოწყობილობების პიეზოკერამიკული ელემენტების მათემატიკური მოდელირება, ბიომექანიკის საკითხები (კაპილარებში სისხლის მიმოქცევის მათემატიკური მოდელირება), მეცნიერების ისტორიის საკითხები. მიღებული აქვს მეცნიერების ისტორიის საქართველოს საზოგადოების მედალი (2014). მექანიკოს–მათემატიკოსი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1999, სტუ), პროფესორი (2000). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.103; საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.205-206; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |