Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მადი ჩანტლაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1989 წელს; 1999 წლის სექტემბრიდან-დეკემბრამდე სწავლობდა ადამიანის უფლებათა სამართალს ბირმინგემის უნივერსიტეტში. 1990-1991წწ. იყო საქართველოს სოცუზრუნველყოფის სამინისტროს იურისტი; 1991-1995წწ. მუშაობდა ადვოკატად ვაკის რაიონის ადვოკატურაში; 1995-1996წწ. კონსულტანტად სანოტარო ბიუროში; 1996-1998წწ. იყო საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და ეროვნულ უმცირესობათა საკითხების კომიტეტში წამყვანი სპეციალისტი; 1998 წლის მარტიდან ოქტომბრამდე მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაცია "კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრში" იურისტად;1998 წლის მაისში ჩააბარა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა. 1998 წლის 6 ოქტომბერს დაინიშნა ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე. 1999 წლის მაისში დაინიშნა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობაზე. 2004-2005წწ. მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანამდებობაზე. 2005 წლის ივლისიდან ნოემბრამდე იყო თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციულ და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მოსამართლე; 2006 წელს მუშაობდა საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელ კომისიაში სახელმწიფო შესყიდვების სამსახურში იურისტად. 2007-2015წწ. მუშაობდა შპს "ომეგა მოტორსში" დირექტორის მოადგილედ სამართლებრივ საკითხებში. 2015-2022წწ. იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. 2018 წლის თებერვლიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. 2022 წლის ოქტომბრიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 358; საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |