შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გია ბურჯანაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1981 წელს; 1995 წელს საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. 1987-1980წწ. კინომსახიობთა თეატრის მსახიობი; 1981 წელს კ. მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი; 1984-1985წწ. ფოთის ვ. გუნიას სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი; 1985 წლიდან კ. მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია. მონაწილეობდა სპექტაკლებში: "ოთარაანთ ქვრივი", "ანა კარენინა", "შენსკენ სავალი გზები", "გრაალის მცველნი", "მეფე ლირი", "დიდოსტატის მარჯვენა", "მედეა" და სხვ.; გადაღებულია ფილმებში: "წიგნი ფიცისა", "თეთრი ბაირაღები", "დუბროვსკი", "პრემიერა", "ცეცხლთან თამაში", "დიმიტრი მეორე" და სხვ. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. -თბ., 1996-97. -გვ.47; კ. მარჯანიშვილის სახ. სახელმწიფო დრამატული თეატრი: marjanishvili.com; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.509 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |