Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი გორდაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ხონის რაიონი, სოფელი კუხი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1924 წელს. 1924-1925წწ. მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მალარიის ეპიდემიოლოგიური კერების ჩამქრობ ექსპედიციებში; 1941-1946წწ. განაგებდა ამიერკავკასიის ფრონტის სანიტარულ–ეპიდემიოლოგიური სადგურის მალარიის საწინააღმდგე განყოფილებას; 1946-1953წწ. იყო ს. ვირსალაძის სახელობის მალარიისა და სამედიცინო პარაზიტოლოგიის ინსტიტუტის ეპიდემიოლოგიური განყოფილების გამგე; 1953-1973წწ. ამავე ინსტიტუტის ჰელმინთოლოგიური განყოფილების გამგე; 1973 წლიდან გარდაცვალებამდე მეცნიერ–კონსულტანტი; შეისწავლა მალარიისა და ჰელმინთოზების ეპიდემიოლოგიის საკითხები, ამ დაავადების წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; პარაზიტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1958), პროფესორი (1959). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.105 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |