The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ილია ბერულავა

დაბადების თარიღი:1 მაისი, 1948  (76 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1972 წელს.

1972–1974წწ. იყო კასპის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი; 1974–1976წწ. თბილისის ვაქცინების და შრატების სამეცნიერო საკვლევი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1976–1979წწ. მოსკოვის ეპიდემიოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი; 1979–1982წწ. თბილისის ვაქცინების და შრატების სამეცნიერო საკვლევი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1982 წლიდან თერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 26 სამეცნიერო ნაშრომის ინტერფერონის, კლინიკური ფარმაკოლოგიის პრობლემებზე. კლინიკური ფარმაკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ეგზოგენური ინტერფერონი: ლეიკოზით დაავადებული ბავშვების ორგანიზმში მისი განაწილების დინამიკა", დაიცვა მოსკოვში 1981 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.39


გააზიარე: