შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ გაბაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა სარატოვის სამედიცინო ინსტიტუტი 1943 წელს. 1943–1945წწ. მონაწილეობდა II მსოფლიო ომში. იყო ჯერ პოლკის(ლეგიონი), შემდეგ ბრიგადის უფროსი ექიმი; 1949–1950წწ. მუშაობდა ექიმთა დახელოვნების თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტის ნერვულ სნეულებათა კათედრაზე; 1952–1958წწ. კი მოსკოვში, სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის ნევროლოგიის ინსტიტუტში მეცნიერ თანამშრომლად; 1958 წლიდან იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის ინსტიტუტში, სადაც 1968–1984წწ. განაგებდა კლინიკურ განყოფილებას; 1984–1989წწ. იყო პეტრე სარაჯიშვილის სახელობის კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, 1989 წლიდან მრჩეველი. ნევროპათოლოგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1968), პროფესორი(1980). მიღებული აქვს სახელმწიფო და საბრძოლო ჯილდოები. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.517 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |