The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ ბუცხრიკიძე

ვახტანგ ბუცხრიკიძე
დაბადების თარიღი:28 სექტემბერი, 1970  (54 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1992 წელს.

1992-1993წწ. ეკონომიკის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1993 წელს საქართველოს ფინანსთა მინისტრის თანაშემწე; 1993-1994წწ. "TBC"-ბანკის საკრედიტო განყოფილების მენეჯერი, 1994-1995წწ. გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე, 1995 წლიდან  ბანკის გენერალური დირექტორია. გამოქვეყნებული აქვს სტატიები სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში. 

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. -თბ., 1998-99. -გვ.64


გააზიარე: