The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სოსო გაბაშვილი

სოსო გაბაშვილი
Legal name:იოსებ გაბაშვილი
Date of birth:15 February, 1908
Date of death:20 January, 1973  (at 64 years)
Burial location:დიდუბის პანთეონი, თბილისი
Category:Painter

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ვლადიკავკაზი, ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა.

სწავლობდა თბილისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიაში, სადაც ხატვას იაკობ ნიკოლაძე ასწავლიდა. 1925–1930წწ. სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში; 1934 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას; 1927 წლიდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში. თანამშრომლობდა ჟურნალებში "დილა", "პიონერი". ი. გაბაშვილის დაზგური ნამუშევრებია: "გოგონა წყაროსთან" (1930), "შოთა რუსთაველის პორტრეტი" (1937), ნახატების სერია "აკაკი წერეთლის ცხოვრებიდან" (1925). პლაკატები: "სისხლი სისხლის წილ" (1941), "პარტიზანები" (1943). აკვარელის ტექნიკით შესრულებული აქვს სერია "საქართველოს ისტორიული ძეგლები" (1958–1960). მას დიდი ღვაწლი მიუძრვის საბავშვო წიგნის გრაფიკის განვითარებაში. 1944–1946წწ. თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრში მხატვრულად გააფორმა სპექტაკლები: კ. გოგიაშვილის "ფარავნელი ჭაბუკი", გ. ბერძენიშვილის "ტირიფის ქვეშ" და სხვ. გრაფიკოსი, ფერმწერი, თეატრის მხატვარი. პროფესორი (1962).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.518; მამულიშვილთა სავანე. /ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, -თბ., 1994, გვ. 93

Awards and Honors

  • 1970 - საქართველოს სახალხო მხატვარი

Share: