Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი მარგველაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1992 წელს. 1993-1994წწ. სწავლა განაგრძო ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში (ჩეხეთი - პრაღა); ხოლო 1993-1996წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში; 1996-1997წწ. ასწავლიდა ფილოსოფიასა და კულტუროლოგიას თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში; 1995-2000წწ. იყო ადგილობრივი მთავრობის ექსპერტი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის(NDI) თბილისის ოფისში; 2000-2012წწ. მუშაობდა სხვადასხვა მმართველ პოზიციაზე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში(GIPA), მათ შორის ორჯერ (2000-2006, 2010-2012წწ.) ეკავა რექტორის თანამდებობა; 2006-2010 წლებში მუშაობდა GIPA-ს კვლევითი დეპარტამენტის ხელმძღვანელად; 2012 წელს დაინიშნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრად. მინისტრობასთან შეთავსებით, დაინიშნა პირველ ვიცე-პრემიერად; 2013-2018წწ. საქართველოს პრეზიდენტი. წყარო: საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი: president.gov.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.527
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |