The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი
Date of birth:18 February, 1956  (68 years)
Category:Businessmen, Economist, Politician

Biography

დაბადების ადგილი: საჩხერის მუნიციპალიტეტი, სოფელი ჭორვილა.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1980 წელს.

სწავლის პარალელურად მუშაობდა კამოს სახელობის მექანიკურ-ჩამომსხმელ ქარხანაში დამლაგებლად და მუშად; 1980 წელს ამავე ქარხანაში უფროს ინჟინრად, მოგვიანებით კი სამეცნიერო ლაბორატორიის ხელმძღვანელად დაინიშნა; 1982-1986წწ. სწავლობდა ასპირატურაში შრომისა და სოციალური პრობლემების მოსკოვის ინსტიტუტში; 1988 წელს მეგობრებთან ერთად დააფუძნა კოოპერატივი "აგროპროგრესი", რომელიც მოგვიანებით სამეწარმეო კომპანიად გადაიქცა;  1991 წელს გახდა ბანკ "როსიისკი კრედიტის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და მისი პრეზიდენტი; 2012-2013წწ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი; 2000 წლიდან სან-მარინოს საპატიო კონსულია საქართველოში. 2005-2010წწ. ქველმოქმედებაზე სულ 1 156 081 151 ლარი დახარჯა. ქველმოქმედება ფონდების - "ქართუ", "ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდი" და ასოციაცია "ატუს" მეშვეობით ხორციელდებოდა. თანხა კულტურის, ხელოვნების, სპორტის, მედიცინის, მეცნიერების, განათლების, სოფლის მეურნეობის სფეროებსა და სოციალურად დაუცველ პირთა დახმარებაზე გადანაწილდა. 

დისერტაციის თემა - "მეცნიერული ორგანიზაცია და შრომის ეკონომიკა", დაიცვა 1982 წელს.

წყარო: საქართველოს მთავრობის ვებგვერდი: gov.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.211

Member of Organizations

  • "ქართუ ბანკი", დამფუძნებელი (1996-)
  • ბანკი "როსიისკი კრედიტი", დამაარსებელი (1990-)
  • კოოპერატივი "აგროპროგრესი" შემდგომში სამეწარმეო კომპანია, ერთ-ერთი დამფუძნებელი (1988-)
  • პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო", დამფუძნებელი (2012-)
  • საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნება", დამფუძნებელი (2011-)
  • ფინანსურ-სამეწარმეო ჯგუფი "უნიკორი", დამფუძნებელი და მეპატრონე

Awards and Honors

  • წმინდა გიორგის ოქროს ორდენი (საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო)

Share: