The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კახა კალაძე

კახა კალაძე
Legal name:კახაბერ კალაძე
Date of birth:27 February, 1978  (46 years)
Category:Public official, Politician, Athlete

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სამტრედია.

დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 2003 წელს.

ქართველი ფეხბურთელი, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, თამაშობდა მარცხენა და ცენტრალურ მცველად. 1993 წლიდან საფეხბურთო კლუბი "დინამო თბილისი"; 1996-2012წწ. საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრი; 1998-2001წწ. საფეხბურთო კლუბი "დინამო კიევი"; 2001-2010წწ. იტალიური საფეხბურთო კლუბი "მილანი"; 2010-2012წწ. კლუბი "ჯენოა"; 2012წ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება" საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი, N54 სამტრედიის საარჩევნო ოლქი; 2012-2016წწ.  საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი/ვიცე-პრემიერი; 2016წ. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2016-2017წწ. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი/ვიცე-პრემიერი; 2017 წელს არჩეულ იქნა ქალაქ თბილისის მერად. მიღებული აქვს საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება (2000, 2002, 2005, 2007, 2011).

წყარო: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია; tbilisi.gov.ge; ქართული სპორტი: sport.gov.ge; საქართცველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 189

Member of Organizations

  • პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური საბჭო, წევრი (2011-2013)
  • პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო", გენერალური მდივანი (2013-)
  • საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფი "კალა კაპიტალი", დამფუძნებელი (2007-)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2012-2012)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2016)
  • საქველმოქმედო ფონდი "კალა ფონდი" , დამფუძნებელი (2008-)
  • სს "პროგრეს ბანკის" სამეთვალყურეო საბჭო, წევრი (2008-)

Awards and Honors

  • 2003 - ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი

Share: