შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვიოლეტა ბექაური![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1969 წელს. 1969–1971წწ. მუშაობდა გარდაბნის რაიონის ცენტრალურ სამსახურში; 1971–1985წწ. იყო კარდიოლოგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1986 წლიდან კარდიოლოგიის ინსტიტუტის მიოკარდიუმის ინფარქტის განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 26 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის პერიოდში მკურნალობის და პროფილაქტიკის სხვადასხვა ასპექტებს. ექიმი–კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, უმაღლესი კატეგორიის კარდიოლოგი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მარცხენა პარკუჭის კუმშვადი ფუნქციის დინამიკა გლუკოზა–ინსულინი–კალიუმით მკურნალობის ფონზე მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს", დაიცვა 1985 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ. 39 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |