Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზივი ბიბილეიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1958 წელს. 1958–1959წწ. იყო კაჭრეთის რაისაავადმყოფოს, 1959–1962წწ. თბილისის N6 ქალთა კონსულტაციის, 1962–1968წწ. II სამშობიარო სახლის მეან–გინეკოლოგი; 1970–1977წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის მეანობა–გინეკოლოგიის N2 კათედრის ასისტენტი, კ. ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინისა და მეანობა–გინეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის განყოფილების ხელმძღვანელი; 1977 წლიდან ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე; 1958–1989წწ. იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი სპეციალისტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის მეანობა–გინეკოლოგიის კათედრის პროფესორი; 1989 წლიდან ხელმძღვანელობს გინეკოლოგიის კურსს. ავტორია 100 სამეცნიერო ნაშრომის, გამოქვეყნებული აქვს 4 მონოგრაფია, არის 38 კლინიკური ორდინატორის, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატისა და დოქტორის ხელმძღვანელ–კონსულტანტი, პროფილაქტიკური მედიცინისა და ადამიანის ეკოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, სამედიცინო–სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ექიმი მეან–გინეკოლოგი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "დედისა და ნაყოფის სისხლში ფერმენტების და მიკროელემენტების ცვლა ფიზიოლოგიური ორსულობის და მშობიარობის დროს", დაიცვა 1966 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "სამშობიარო მოქმედების სისუსტის მკურნალობა და ნაყოფის პერინატალური დაცვა", დაიცვა 1976 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.40 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |