შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზივი ბიბილეიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1958 წელს. 1958–1959წწ. იყო კაჭრეთის რაისაავადმყოფოს, 1959–1962წწ. თბილისის N6 ქალთა კონსულტაციის, 1962–1968წწ. II სამშობიარო სახლის მეან–გინეკოლოგი; 1970–1977წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის მეანობა–გინეკოლოგიის N2 კათედრის ასისტენტი, კ. ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინისა და მეანობა–გინეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის განყოფილების ხელმძღვანელი; 1977 წლიდან ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე; 1958–1989წწ. იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი სპეციალისტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის მეანობა–გინეკოლოგიის კათედრის პროფესორი; 1989 წლიდან ხელმძღვანელობს გინეკოლოგიის კურსს. ავტორია 100 სამეცნიერო ნაშრომის, გამოქვეყნებული აქვს 4 მონოგრაფია, არის 38 კლინიკური ორდინატორის, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატისა და დოქტორის ხელმძღვანელ–კონსულტანტი, პროფილაქტიკური მედიცინისა და ადამიანის ეკოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, სამედიცინო–სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ექიმი მეან–გინეკოლოგი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "დედისა და ნაყოფის სისხლში ფერმენტების და მიკროელემენტების ცვლა ფიზიოლოგიური ორსულობის და მშობიარობის დროს", დაიცვა 1966 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "სამშობიარო მოქმედების სისუსტის მკურნალობა და ნაყოფის პერინატალური დაცვა", დაიცვა 1976 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.40 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |