The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თენგიზ გაზდელიანი

თენგიზ გაზდელიანი
Date of birth:12 January, 1946
Date of death:2 December, 2007  (at 61 years)
Category:Medical Doctor, Public official, Politician, Athlete

Biography

დაბადების ადგილი: ლენტეხის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1971 წელს.

1971-1991 წწ. ეწეოდა სამედიცინო საქმიანობას; 1971-1973 წწ. იყო რუსთავის სპორტული დისპანსერის ექიმ-თერაპევტი; 1973-1974 წწ. თბილისის სპორტული დისპანსერის ექიმ-თერაპევტი; 1974-1975 წწ. მეოთხე დერმატო-ვენეროლოგიური დისპანსერის განყოფილების გამგე; 1975-1978 წწ. N6 ანალოგიური დისპანსერის მთავარი ექიმი; 1978-1979 წწ. N10 მოზრდილთა პოლიკნინიკის მთავარი ექიმი; 1979-1983 წწ. N2 საავადმყოფოს მთავარი ექიმი; 1983-1990წწ. საბურთალოს რაიონის მთავარი ექიმი; 1990-1992 წწ. ქ. თბილისის მთავარი სანიტარული ექიმი; 1992-1994 წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №46 ლენტეხის ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქიდან; 1994-1999 წწ. საქართველოს რესპუბლიკის შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრი; 1999-2004 წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №46 ლენტეხის საარჩევნო ოლქიდან; წლების მანძილზე იყო თბილისის "ქარიშხალას" ხელბურთელთა გუნდის ერთ-ერთი წამყვანი წევრი; გუნდთან ერთად რამდენჯერმე მოიპოვა საკავშირო ჩემპიონატის მედლები და სხვა ჯილდოები; საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი. მიღებული აქვს უმაღლესი ექიმ-ორგანიზატორის წოდება. 2020 წლის 15 მაისს, თბილისის ერთ-ერთ ქუჩას მიენიჭა თენგიზ გაზდელიანის სახელი.

წყარო:ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. -თბ., 1996-97.-გვ.52; საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.106; სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.114

Member of Organizations

  • საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაცია "ლემი", თავმჯდომარე
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1994)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვის მუდმივმოქმედი კომისია, თავმჯდომარე (1992-1994)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარე (2002-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის მთიანი რეგიონებისა და განსახლების კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარე (1999-2002)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "საქართველოს რეგიონები - მაჟორიტარები", წევრი (1999-2004)

Awards and Honors

  • სპორტის ოსტატი

Share: