შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით სერგეენკო![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1987 წელს; მოსკოვის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტი ინტენსიური თერაპიის მიმართულებით 1991 წელს. 1987-1988წწ. იყო ქ. სოხუმის ბავშვთა საავადმყოფოს ექიმი-ინტერნი; 1988-1989წწ. გუდაუთის რაიპოლიკნინიკა, ექიმი-პედეატრი; 1989-1991წწ. რუსთავის ბავშვთა II პოლიკნინიკა, ექიმი; რუსთავის სასწრაფო დახმარების სადგური, ექიმი (1991); 1991-1992წწ. რუსთავის სამშობიარო სახლი, ექიმი-ნეონატოლოგი; 1992-1993წწ. საქართველოს შეიარაღებული ძალები, ექიმი; 1995-1997წწ. საქართველოს სპორტის დეპარტამენტი, ექიმი; 1997-2006წწ. ჯოენის სამედიცინო ცენტრი, ანესთეზიოლოგ რეანიმატოლოგი; 2002-2006წწ. "მედიქლაბჯორჯია", სამედიცინო მენეჯერი; 2006-2012წწ. ააიპ "დოსტაქარი"-ს აღმასრულებელი დირექტორი; 2007-2012წწ. საჩხერის სამედიცინო ცენტრი, დირექტორი; 2012-2019წწ. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო, მინისტრი; 2019-2020წწ. საქართველოს პრემიერ - მინისტრის მრჩეველი; 2020წ. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №3 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |