შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გაბრიელ ბატონიშვილი![]()
ბიოგრაფიაგიორგი XII–ისა და მარიამ დედოფლის ვაჟი(ნამდვილი სახელი ჯიბრაელი, რუსეთში ეძახდნენ გაბრიელს). უფროს ძმასთან–მიხეილთან ერთად ფლობდა ქვემო ქართლში სოფელ კუკიას. გიორგი XII–ის გარდაცვალების შემდეგ იცავდა მარიამ დედოფლის სამამულო ინტერესებს. ზოგიერთი ცნობით, 1803 წლის აპრილში სამეფო სახლის წევრთა რუსეთში გადასახლების საკითხთან დაკავშირებით დედას დაეხმარა გენერალ ლაზარევის მკვლელობაში. 1803 წელს დედასთან და ძმებთან ერთად გადაასახლეს რუსეთში. სუსტი ჯანმრთელობის გამო ვერ ჩაირიცხა კადეტთა კორპუსში. ცხოვრობდა პეტერბურგში თავის ძმასთან–იოანე ბატონიშვილთან. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.522
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |