შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გაბრიელ ოჩოპინტრეს ძე![]()
ბიოგრაფიაX საუკუნის II ნახევრის ქართველი სამხედრო მოღვაწე. დავით III დიდის(კურაპალატის) სარდალი. მეთაურობდა 998 წელს ტაოს ასაოხრებლად წამოსულ ადარბადაგანის ამირა მამლანისა და სხვა ამირების შეერთებული ლაშქრის წინააღმდეგ გაგზავნილ ტაოელთა მხედრობას. მოხსენიებული ჰყავს XI საუკუნის სომეხ ისტორიკოსს ასოღიკს. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.523
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |